ფიროსმანი – საზღვრებს გარეთ

Standard

ფილმები ცხოვრებაზე

Standard

წლების მანძილზე ათასობით ფილმი გადაღებულა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,როდესაც 1895 წელს,ძმებმა ლუმიერებმა პირველი 45 წამიანი ფილმი “მუშები ლუმიერების ქარხანას ტოვებენ”  გადაიღეს.მას შემდეგ კინოინდუსტრია საგრძნობლად განვითარდა და საზოგადოებაში დიდი როლიც დაიკავა.

clker.com

clker.com

მინდა გაგიზიაროთ ფილმები,რომელმაც წლების განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

Her –(”მისი”)

როგორი შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობები მომავალში? შესაძლოა, რომ საკუთარი ოპერატიული სისტემა შეგიყვარდეს? საერთოდ, როგორ ყალიბდება სიყვარული? როდესაც სიყვარული ქრება, სად მიდის ეს გრძნობა? ამ თემებზე ბევრი იფიქრა რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა და გადაიღო ფუტურისტული დრამა სიყვარულზე, რომელსაც არსებობისთვის მატერია არ სჭირდება. თბილი ფერებით სავსე სურათი ძალიან საინტერესო გასაანალიზებელ მასალას იძლევა, რომელზე ფიქრსაც კარგა ხანს გააგრძელებთ.

Eternal sunshine of the spotless mind – (”ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”)

ყველაზე ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი ჩემს სიაში. დრამატული და, ერთგვარად, მაგიურიც. ნამდვილი სიყვარულის დასაბრუნებლად ბრძოლაა საჭირო. მისთვის, შესაძლოა, ყველაზე ბნელ ადგილებში მოხვედრა მოგიწიოს, მაგრამ როდესაც სიყვარული ფასეულია, მისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე. მიშელ გონდრის უკვე საკულტო ფილმად ქცეული ნამუშევარი დეტალურად აღწერს, თუ რამდენად იოლია დაკარგო სიყვარული და რამხელა ძალისხმევაა საჭირო მის დასაბრუნებლად

Cafe de Flore – ( “კაფე დე ფლორი”)

ვნებიანი, მისტიური ისტორია, რომელშიც ერთმანეთშია გადახლართული ორი ურთიერთგამომრიცხავი სიუჟეტი, ორი დრო, ორი სიყვარული… პირველი მარტოხელა დედაზე და მის უცნაურ შვილზეა. მოქმედება ხდება 1969 წლის პარიზში, მეორე წარმატებულ დიჯეიზეა, რომელიც თანამედროვე მონრეალში მუშაობს, მან შეიძინა ახალი სიყვარული, მაგრამ ძველ სიყვარულს დიდი ტკივილი დაუტოვა. ჟან–მარკ ვალის გამაოგნებელი დრამა.

Twice born – (“ორჯერ დაბადებული”)

ფილმის მთავარი გმირი იტალიელი ჯემა, მიემგზავრება თავის 16 წლის ვაჟთან ერთად სარაევოში. მას უნდა ანახოს შვილს მშობლიური ქალაქი და მოუყვეს მამამისი დიეგოს შესახებ, რომელსაც ბიჭი საერთოდ არ იცნობდა და რომელიც ბოსნიის კონფლიქტის დროს დაიღუპა. აეროპორტში ჯემას შეხვდება გოიკო, რომელსაც 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გააცნო ფოტოგრაფი დიეგო. დიეგო ძალიან უყვარდა გოიკოს. ეს არის ფილმი,რომელმაც ყველაზე დიდი ემოციის ქვეშ დამტოვა.

My Blueberry Nights– (ჩემი იასამნისფერი ღამეები)

ელისაბედი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ცხოვრებაში მრავალი იმედგაცრუება ჰქონდა, ახლა საკუთარ თავს ეძებს და ცდილობს გულის იარები მოიშუშოს. ის თანდათან განთავისუფლდება წარსულისგან და საკუთარი სულის სიღრმეებისკენ მიმავალ ახალ გზას აღმოაჩენს. ეს არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ. კარ უაი უონგის ფილმი, ძალიან კარგი მუსიკით და სიყვარულით სავსე.